ტურის ღირებულება: 750 €
ერთი ადამიანი ორადგილიან ნომერში
6 ღამე / 7 დღე
თესალონიკი — მოციქულთა ქადაგების ქალაქი, მეტეორა — ცასა და მიწას შორის აღმართული ლოცვის სვეტები, და კორფუ — წმინდა სპირიდონის მადლით გაბრწყინებული კუნძული... ეს ტური არის სულიერი მოგზაურობა, რომელიც აერთიანებს ისტორიის სიღრმეს, ბუნების დიდებულებას და მართლმადიდებლური სარწმუნოების ცოცხალ გამოცდილებას.
☩
ამ გზაზე ყოველი დღე არის ახალი შეხება სიწმინდესთან — წმინდანთა კვალზე სიარული, მონასტრების სიჩუმეში ჩაძირვა და ლოცვაში შინაგანი სიმშვიდის პოვნა. აქ ადამიანი არ არის უბრალოდ მოგზაური — ის ხდება მომლოცველი, რომელიც საკუთარ თავთან და ღმერთთან უფრო ახლოს მიდის.
6-ღამიანი / 7-დღიანი ეს ტური არის შესაძლებლობა, დატოვო ყოველდღიური ხმაური და შეუერთდე იმ სულიერ მემკვიდრეობას, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ინახავს რწმენის ნათელს საბერძნეთის ამ კურთხეულ მიწაზე.
☩
ტურის დეტალური პროგრამა
დღე 1
- ჩაფრენა თესალონიკში.
- დაბინავება სასტუმროში.
- საღამოს გასეირნება სანაპიროზე.
დღე 2
- საუზმე.
- წირვაზე დასწრება თესალონიკის ერთ-ერთ ტაძარში (სურვილის მიხედვით).
- დრამის მაცხოვრის ამაღლების მონასტერი — წმინდა გიორგი კარლსიდის წმინდა ნაწილების მოლოცვა.
- წმინდა ანასტასია მკურნალის მონასტერი.
- სუროტი, წმინდა იოანე ღვთისმეტყველის მონასტერი — წმინდა პაისი ათონელის საფლავი.
დღე 3
- მეტეორას მონასტრების მოლოცვა.
- გემით გადასვლა კუნძულ კორფუზე.
- დაბინავება სასტუმროში (ოთახში 2 ადამიანი).
დღე 4
- საუზმე.
- წირვაზე დასწრება წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის ტაძარში (სურვილის მიხედვით).
- წმინდა თეოდორას ტაძრის მოლოცვა.
- წმინდა ქალწული მარიამის ვლახერნის ტაძრის მოლოცვა.
- კასოპატრას ღვთისმშობლის ტაძრების მოლოცვა.
- გასეირნება ძველ ქალაქში.
დღე 5
- საუზმე.
- დაბრუნება თესალონიკში.
- დაბინავება სასტუმროში.
- საღამოს გასეირნება სანაპიროზე.
დღე 6
- საუზმე.
- წირვაზე დასწრება თესალონიკის ერთ-ერთ ტაძარში (სურვილის მიხედვით).
- თესალონიკის ტაძრების მონახულება.
- წმინდა დიმიტრი თესალონიკელის ტაძარი.
- წმინდა გრიგოლ პალამას ტაძარი.
- თეოდორა დედოფლის წმინდა ნაწილების მოლოცვა.
დღე 7
- საუზმე.
- წირვაზე დასწრება თესალონიკის ერთ-ერთ ტაძარში (სურვილის მიხედვით).
- თავისუფალი დრო ქალაქში (თესალონიკი).
- საღამოს ტრანსფერი აეროპორტში.
- დაბრუნება ქუთაისში.