შეგვეხმიანეთ და ჩვენ დაგიგეგმავთ ტურს სრულად თქვენი სურვილებისა და საჭიროებების მიხედვით — როგორც გამყოლთან ერთად, ასევე, გამყოლის გარეშე.
ჩვენი მიზანია, თქვენი მოგზაურობა იყოს მშვიდი და კომფორტული.
⛪
✝
🏛
⛵
🕍
✝
⛪
✡
🕌
✝
დასრულდა ჩვენი საოცარი მოგზაურობა საბერძნეთში, კუნძულ კორფუზე ათონის მთის მოყვარულთა სკოლასთან ერთად. უფლის შეწევნით და დაუღალავი ჩვენი ხელმძღვანელის ირაკლი გიორბელიძის წყალობით მოვილოცეთ ეკლესია-მონასტრები, მივიღეთ დიდი საღვთო მადლი და სიხარული, დაუვიწყარი შთაბეჭდილებები. 1400 კმ გვატარა მანქანით ერთი კვირის განმავლობაში, მოვილოცეთ 14 ეკლესია-მონასტერი. უღრმესი მადლობა ორგანიზატორებს მთელი ჯგუფის სახელით.
— Manana Purtseladze
ათონის მთის მოყვარულთა სკოლას ჩემი უდიდესი რეკომენდაცია. საუკეთესო დღეები გავატარე ამ განსაკუთრებულ გუნდთან და ყველას ვურჩევ, აუცილებლად გენდონ და იმოგზაურონ თქვენთან ერთად, დაუვიწყარი ემოციების მისაღებად.
— Natia Pilashvili
უდიდესი რეკომენდაცია ათონის მთის მოყვარულთა სკოლას, პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე. გეძლევათ შესაძლებლობა მოილოცოთ ეკლესია-მონასტრები, როგორც საქართველოში, ასევე სხვადასხვა ქვეყნებში. ტურები ყოველთვის მაღალ დონეზეა ორგანიზებული. ორგანიზატორები კი გამორჩეულად პასუხისმგებლიანები და გულისხმიერები არიან.
— Ekaterine Mebaghishvili
ეს სკოლა და გუნდი ჩემი აღმოჩენაა! სოციალურ ქსელში შემხვდა მათი პოსტი — პაისი ათონელის საფლავი, ათონის მთის გარშემო კრუიზი, მეტეორას მონასტრები, კერკირა, ბარი, წმ. ნიკოლოზის წმინდა ნაწილები, რომი... ჩემი კომენტარი იყო ერთსიტყვიანი: მოვდივაარ!!! „ათონის მოყვარულთა სკოლამ" ირაკლიმ მაჩუქა 6 საუკეთესო დღე ჩემს ცხოვრებაში!
— Ana Kakalashvili
„ათონის მთის მოყვარულთა სკოლა" აღმოვაჩინე სოციალური ქსელის მეშვეობით. პირველივე გასაუბრებისას ვიგრძენი, რომ საქმე მქონდა პროფესიონალ ადამიანთან. ყველაზე მეტად მომეწონა ორგანიზატორების კეთილსინდისიერება, ორგანიზებულობა და პროფესიონალიზმი. დაინტერესებულ პირებს დაუფიქრებლად ვურჩევდი მოსალოცად მხოლოდ „ათონის მთის მოყვარულთა სკოლას".
— Manana Sologashvili
საოცარად კეთილი, განათლებული და თავიანთი საქმის მცოდნე ადამიანები ხელმძღვანელობს ამ სკოლას. ერთხელ ვიყავი მათთან ერთად და ზუსტად ვიცი, რომ თუ უფალი ინებებს, მათთან ერთად მოვივლი მსოფლიოს. სხვა ადამიანად გაქცევს ის სულიერი საზრდო, რომლითაც იკვებება ადამიანი მათთან ერთად მომლოცველობით ტურებზე ყოფნისას.
— Ekaterine Kaliashvili