Skip to main content

odigitria.ge

ისრაელის წმინდა მიწის მოლოცვა - ოდიგიტრია

ისრაელის წმინდა მიწის მოლოცვა

ისრაელის წმინდა მიწის მოლოცვა

ისრაელის წმინდა მიწაზე მოლოცვისთვის ვგეგმავთ 6 ღამიან / 7 დღიან საგულდაგულოდ შედგენილ ტურს, რომელიც მოიცავს ყველა უმთავრესი სიწმინდის — ტაძრებისა და მონასტრების — მონახულებას და მომლოცველისთვის სულიერად მდიდარ გამოცდილებას ქმნის.

☩

თუ თქვენს ირგვლივ არის 15 ადამიანი, ვისაც სურს ამ კურთხეულ გზაზე დადგომა და წმინდა მიწის მოლოცვა, დაგვიკავშირდით. მზად ვართ გესტუმროთ ტაძარში, ოფისში ან შევხვდეთ ონლაინ ფორმატშიც — სადაც ყველაზე მეტად მოგიხერხდებათ. დეტალურად გაგაცნობთ ტურის პროგრამას და თითოეულ ნაბიჯს, რომელიც ამ უნიკალურ მოგზაურობას დაუვიწყარ გამოცდილებად აქცევს.

☩

წმინდა მიწის მოლოცვის სტანდარტული ტური

დღე 1

  • ჯგუფის შეხვედრა თბილისის აეროპორტში.
  • რეგისტრაცია, ჩაფრენა თელავივში.
  • საზღვრის გავლა.
  • ქალაქ ლოდში წმინდა დიდმოწამე გიორგის ტაძარი, წმინდა გიორგის საფლავი.
  • ქალაქი იაფო — წმინდა მართალი ტაბიტას ტაძარი.
  • ქრისტეს შობის ტაძარი.
  • სასტუმროში დაბინავება.

დღე 2

  • ლიტურგია ქრისტეს შობის ტაძარში.
  • მწყემსთა ველი.
  • წმინდა თეოდოსის დიდის მონასტერი.
  • საბა განწმენდილის ლავრა.
  • წმინდა ნიკოლოზ საკვირველმოქმედის ტაძარი.

დღე 3 - იერიქონი

  • კარანტალის მთა — მაცხოვრის ორმოცდღიანი მარხვის მონასტერი.
  • წინასწარმეტყველ ელისეს ბერძნული მონასტერი — ადგილი, სადაც ქრისტე მაცხოვარი შეხვდა ზაქეს, ზაქეს ხე.
  • ბეით-მავაარი — ისრაელის გადასვლა აღთქმულ მიწაზე.
  • უფლის ნათლობის ადგილი.
  • იორდანეს წმინდა წყლებში განბანვა.
  • წმინდა გერასიმე იორდანელის მონასტერი.

დღე 4 - ნაზარეთი

  • ხარების ტაძრისა და წმინდა ოჯახის სახლის მონახულება.
  • კანას გალილეა.
  • თაბორის მთა — უფლის ფერისცვალების ადგილი.
  • მაგდალა — წმინდა მარიამ მაგდალინელის სახელის ტაძარი.
  • ნეტარების მთა.
  • კაპერნაუმი — თორმეტი მოციქულის ტაძარი.
  • ტაბხა — პურთა გამრავლებისა და მაცხოვრის გამოცხადების ადგილი წმინდა მოციქულ პეტრესთვის („მწყემსე ცხვარნი ჩემნი“).

დღე 5 - იერუსალიმი

  • ძველი ქალაქი.
  • სტეფანეს (ლომების) კარიბჭე.
  • მართალი ანას მონასტერი — ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის ადგილი.
  • მაცხოვრის ჯვრის გზა - ვია დოლოროსა.
  • ალექსანდრეს ეზო, სამსჯავრო კარიბჭეები.
  • უფლის საფლავის ტაძარი — გოლგოთა, ტაძრის სხვადასხვა სამლოცველო.
  • კუვუკლია — ქრისტეს აღდგომის ადგილი.
  • სიონის მთა — საიდუმლო სერობისა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების ადგილები.

დღე 6 - იერუსალიმი

  • ელეონის მთა — უფლის ამაღლების ადგილი.
  • დომინუს ფლევიტ („უფლის ცრემლი“) — მაცხოვრის წინასწარმეტყველება იერუსალიმის მომავალზე.
  • გეთსიმანია.
  • ღვთისმშობლის საფლავი.
  • გეთსიმანიის ბაღი.

დღე 7 - თელავივი

  • ეინ ქარემი.
  • გორნენსკის მონასტერი.
  • წმინდა ჯვრის მონასტერი.
  • თელ-ავივი — ხმელთაშუა ზღვის სანაპირო.
  • ბენ-გურიონის აეროპორტში მისვლა, საქართველოში დაბრუნება.