თესალონიკი- დრამა-სუროტი-მეტეორა-თესალონიკი-ქუთაისი
გეპატიჟებით დაუვიწყარ მომლოცველობით ტურში საბერძნეთში — ქვეყანაში, სადაც ყოველი ქვა და ტაძარი მრავალსაუკუნოვან ქრისტიანულ ისტორიას ინახავს. ჩვენი მოგზაურობის კულმინაცია ათონის წმინდა მთის გემიდან მოლოცვაა, სადაც ვიგრძნობთ ღვთისმშობლის წილხვედრი მიწის მადლს.
ეს არ არის მხოლოდ მოგზაურობა, ეს არის შესაძლებლობა, მივეახლოთ ათონის წმინდა მთიდან შემობრძანებულ სიწმინდეებს, წმინდა პაისი ათონელის საფლავს, მოვილოცოთ წმინდა დიმიტრი თესალონიკელის ნაწილები და ვიხილოთ ცასა და მიწას შორის დაკიდებული მეტეორას საოცრება. შემოგვიერთდით, რათა ერთად განვიცადოთ სულიერი სიმშვიდე და გაძლიერება.
დღე 1
- ქუთაისი-სალონიკი, ტრანსფერი ურანოპოლისში, დაბინავება ურანოპოლისში
დღე 2
- გემიდან ათონის მთის დათვალიერება (კრუიზის ხანგძლივობა 3 საათი),
- თავისუფალი დრო ურანოპოლში
დღე 3
- დრამის მაცხოვრის ამაღლების მონასტერი (წმინდა გიორგი კარლსიდის წმინდა ნაწილების მოლოცვა);
- ორმილიას დედათა მონასტერი,
- წმ. ანასტასია მკურნალის მონასტერი,
- სუროტის წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის მონასტერი (წმ. პაისი ათონელის საფლავი);
- დაბინავება სალონიკში
დღე 4
- მეტეორას სამონასტრო კოპლექსის მოლოცვა, დაბრუნება სალონიკში
დღე 5
- საუზმე; - წირვაზე დასწრება თესალონიკის ერთ-ერთ ტაძარში (სურვილის მიხედვით); თესალონიკის ტაძრების მონახულება:
- · წმინდა დიმიტრი თესალონიკელის,
- · წმინდა გრიგოლ პალამას
- · თეოდორა დედოფლის წმინდა ნაწილების მოლოცვა.
დღე 6
- საუზმე; - წირვაზე დასწრება თესალონიკის ერთ-ერთ ტაძარში (სურვილის მიხედვით); თავისუფალი დრო ქალაქში,
- ტრანსფერი აეროპორტში, დაბრუნება საქართველოში