odigitria.ge

საბერძნეთი - იტალია - ოდიგიტრია

საბერძნეთი - იტალია

1200 €
ავიაბილეთების გარეშე, ერთი ადამიანი ორადგილიან ნომერში
9 დღე

სალონიკი - ურანოპოლი - კორფუ - ბარი - რომი

არსებობს მარშრუტები, რომლებიც მხოლოდ გზებს კი არ გვატარებენ, არამედ ჩვენს სულს უდიდეს სიწმინდეებთან აკავშირებენ. გეპატიჟებით გამორჩეულ 9-დღიან მოგზაურობაში, რომელიც მართლმადიდებლური სამყაროს უდიდეს მფარველებს გაგაცნობთ.

ათონის მთის მისტიკური სანაპიროებიდან — კუნძულ კორფუზე წმინდა სპირიდონთან, შემდეგ კი ზღვის გადაღმა, იტალიის ქალაქ ბარში, წმინდა ნიკოლოზ საკვირველთმოქმედთან. ეს ტური არის უნიკალური შანსი, ერთ მოგზაურობაში გააერთიანოთ საბერძნეთის სამონასტრო სიმშვიდე, მეტეორას საოცრება, ორი გამორჩეული მღვდელმთავრის წმინდა ნიკოლოზის საფლავისა და წმინდა სპირიდონის წმინდა ნაწილთა მოლოცვა და რომის დიდებულება. შემოგვიერთდით ამ დაუვიწყარ სულიერ თავგადასავალში.

დღე 1
  • ქუთაისი-სალონიკი, ტრანსფერი ურანოპოლისში, დაბინავება ურანოპოლისში
დღე 2
  • გემიდან ათონის მთის დათვალიერება (კრუიზის ხანგძლივობა 3 საათი),
  • თავისუფალი დრო ურანოპოლში
დღე 3
  • დრამის მაცხოვრის ამაღლების მონასტერი (წმინდა გიორგი კარლსიდის წმინდა ნაწილების მოლოცვა);
  • წმ. ანასტასია მკურნალის მონასტერი,
  • სუროტის წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის მონასტერი (წმ. პაისი ათონელის საფლავი);
  • დაბინავება სალონიკში
დღე 4
  • მეტეორას სამონასტრო კოპლექსის მოლოცვა,
  • იგუმენიცას პორტიდან კუნძულ კორფუზე გადასვლა
  • დაბინავება სასტუმროში
დღე 5
  • წირვაზე დასწრება; წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის წმინდა ნაწილების შემდეგი მონასტრების მოლოცვა:
  • წმ. თეოდორას ტაძარი,
  • კასოპატრას ღვთისმშობლის ტაძრები;
  • წმინდა ქალწული მარიამის ვლახერნის
  • გასეირნება ძველ ქალაქში.
  • ღამით გემით წასვლა ბარში
დღე 6
  • ჩასვლა ბარში, წმინდა ნიკოლოზის წმინდა ნაწილების მოლოცვა , დაბინავება სასტუმროში. გასეირნება ქალაქში.
დღე 7
  • საუზმე; ისტორიული ქალაქების - ალბერობელოს და მატერას მოლოცვა, საღამოს მატარებლით წასვლა რომში, დაბინავება სასტუმროში
დღე 8
  • საუზმე, რომის ცენტრალური ადგილების დათვალიერება (ჯგუფთან შეთანხმებით).
დღე 9
  • ტრანსფერი აეროპორტში, დაბრუნება საქართველოში.