odigitria.ge

კაპადოკიის მოლოცვის ტური - ოდიგიტრია

კაპადოკიის მოლოცვის ტური

550 ევრო
ყველა ხარჯის ჩათვლით
4 ღამე / 5 დღე

კაპადოკია — ადგილი, სადაც მიწა და ცა თითქოს ერთმანეთს ეხვევა, და ყოველი ქვა საუკუნეების სიჩუმეს ინახავს.

აქ, კლდეში გამოკვეთილ ტაძრებსა და მონასტრებში, დღემდე იგრძნობა ადრეული ქრისტიანების რწმენის სითბო და სიმტკიცე.

ეს არის სივრცე, სადაც ადამიანი არა მხოლოდ მოგზაურობს, არამედ საკუთარ თავთან შეხვედრას იწყებს — ლოცვასა და ღვთის განსაკუთრებულ სიახლოვეში.

კაბადოკიაში მოგზაურობა იწყება თბილისიდან კომფორტული ავტობუსით. მომლოცველებს ავტობუსი მიიყვანს ვალეს სასაზღვრო პუნქტამდე. საზღვრის კვეთის შემდეგ გუნდს ავტობუსით და თურქი მძღოლით დახვდება ადგილობრივი ლიცენზირებული რუსულ/ინგლისურ ენოვანი მართლმადიდებელი გიდი. ასევე, მომლოცველებს თან ახლდებათ გამყოლი თბილისიდან.

როგორც კაპადოკიისკენ წასვლისას, ასევე, უკანა გზაზეც შებინდებისას მომლოცველები დავბინავდებით სასტუმროში, დავისვენებთ, დილით ვისაუზმებთ და შემდეგ განვაგრძობთ მოგზაურობას. ჩვენი გუნდისთვის უსაფრთხოება და კომფორტი უმნიშვნელოვანესია.

განვთავსდებით 4 ვარსკვლავიან სასტუმროში, სასტუმროში გვქნება ორჯერადი კვება: საუზმე და ვახშამი. ტურის ხანგრძლივობაა 4 ღამე/5 დღე.

მომლოცველობა მიმდინარეობს კაპადოკიის ადრეული ქრისტიანული მონასტრებისა და კლდეში ნაკვეთი ეკლესიების კვალდაკვალ.

დღე 1
  • გორემეს ღია ცის ქვეშ მუზეუმი — გორემეს მუზეუმი წარმოადგენს შუა საუკუნეების კლდეში ნაკვეთ მონასტრულ კომპლექსს. გორემეს ტერიტორია ადრეული ქრისტიანობის პერიოდში გახდა თავშესაფარი ქრისტიანებისთვის, რომლებიც რომის იმპერიის დევნას გაურბოდნენ. აღნიშნული სამონასტრო კომპლექსი აქტიურად ფუნქციონირებდა IX–XIII საუკუნეებში. გორემეს კომპლექსში შვიდ ტაძარს მოვილოცავთ.
  • ჩავუშინი: წმინდა იოანე ნათლისმცემლის ეკლესია (VI საუკუნე). სოფელ ჩავუშინის ნასახლარი, რომელიც 1962 წელს მიწისძვრამ იმსხვერპლა. ზეპირი გადმოცემით, ჩავუშინში იყო წმინდა გიორგის საცხოვრებელი სახლი. მთელი ქალაქი კლდეშია გამოკვეთილი, სადაც დღესდღეობით ჩაშენებულია ალაგ-ალაგ სასტუმროები და საცხოვრებელი ოთახები.
  • ფაშაბაღი (ბერების ხეობა): ქვის სვეტებში გამოკვეთილი განდეგილის კელიები. ფაშაბაღს სხვანაირად ბერების ხეობას უწოდებენ. ეს კომპლექსი განთქმულია ფანტასტიური ხედებით და პეიზაჟებით და ასევე, იმით, რომ აქ არის წმინდა სვიმონ მესვეტეს კელია, სადაც ის ცხოვრობდა მე-5 საუკუნეში.
  • უჩისარის ციხე: პანორამული ხედი და უძველესი ციტადელი, რომელიც ქრისტიანების თავშესაფარს წარმოადგენდა. ყველაზე მაღალი ადგილია მთელს კაპადოკიაში. 60 მეტრის სიმაღლეს კლდე, რომელზეც ციხე ააგეს, ზღვის დონიდან 1400 მეტრზეა ამოზიდული. ციხიდან იშლება ულამაზესი 360 გრადუსიანი პანორამა მთელს კაპადოკიაზე. თურქულ ენაზე უჩისარი ნიშნავს "სამ ციხეს". კლდე მართლაც შედგება ორი ნაწილისგან, მესამე კლდოვანი ნაწილი კი შორიახლოს მდებარეობს. არავინ იცის ზუსტად, როდის დაიწყეს ამ კლდის გამოყენება ციხედ, თუმცა ცნობილია, რომ მას უკვე იყენებდნენ ხეთების პერიოდში.
დღე 2
  • დერინკუიუს მიწისქვეშა ქალაქი: ადრეული ქრისტიანული თავშესაფარი, რომლის ქვედა სართულზე ეკლესია მდებარეობს.
  • იჰლარას კანიონი: მდინარის გასწვრივ საფეხმავლო მარშრუტი კლდეში ნაკვეთი ეკლესიების მონახულებით — აღაჩალტი (ხის ქვეშ ეკლესია), გველის ეკლესია, წმინდა გიორგის ეკლესია და სხვა.
  • სელიმეს მონასტერი: რეგიონში ყველაზე დიდი კლდის მონასტერი, რომელიც მოიცავს საკათედრო დარბაზს და მონასტრის საკნებს.
  • სურვილისამებრ გაჩერება ნარლიგოლის ტბასთან (ნარლიგოლის კრატერის ტბა).
დღე 3
  • მუსტაფაშა (ყოფილი სინასოსი): წმინდა კონსტანტინესა და ელენეს ეკლესია, ისტორიული ბერძნული კვარტალი.
  • კეშლიკის მონასტერი: დაფარული სამონასტრო კომპლექსი მთავარანგელოზ მიქაელისა და წმინდა სტეფანესადმი მიძღვნილი ეკლესიებით
  • სობესოსი: ადრეული ქრისტიანული ბაზილიკის არქეოლოგიური ძეგლი მოზაიკებით.
  • სოღანლის ხეობა: წრიული საფეხმავლო მარშრუტი წმინდა ბარბარეს ეკლესიის, გუმბათოვანი ეკლესიისა და დაფარული ეკლესიის მონახულებით.
  • ურგუპი (ძველი პროკოპიონი): ტემენის ბორცვი და ადგილი, რომელიც დაკავშირებულია წმინდა იოანე რუსის ასკეტურ მოღვაწეობასთან.
გამგზავრება საქართველოსკენ